მიხეილ ჩიტაძე,
გამოქვეყნებულია: 14.07.2017 17:41
დასრულების თარიღი: 19.08.2017 15:19
367
405

გორის ციხის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ

გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორისციხის მდგომარეობით, ფაქტიურად არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს. 

გორისციხე ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს კუთვნილებაში იმყოფება, შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის ზღუდავს ძეგლის მოვლა-პატრონობის უფლებასა და შესაძლებლობას, ასევე ძეგლის ქალაქის განვითარების მიზნით გამოყენებას. ასეთი მდგომარეობა ცუდად აისახება როგორც ძეგლის მდგომარეობაზე, ასევე ხელს უშლის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მერიას უფლება არ აქვს, თუნდაც დაასუფთავოს ძეგლის ტერიტორია, რადგან ამ მიზნით დახარჯული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად განხილული იქნება, როგორც არამიზნობრივი ხარჯები.

ვთვლით, რომ ძეგლი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ვაცნობიერებთ, რომ გორისციხე ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და სიმბოლოა მთლიანად საქართველოსთვის და აუცილებლად უნდა არსებობდეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, რაც ჩვენი აზრით საკმარისად რეგულირდება საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი)  მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად.

გთხოვთ განიხილოთ წარმოდგენილი საკითხი და დაიწყოთ შესაბამისი პროცედურები ძეგლის ქალაქ გორისთვის გადმოცემისთვის.

პეტიციის წარმდგენი სუბიექტები: ა(ა)იპ გორი დაუნთაუნი, ა(ა)იპ გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა, ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, ა(ა)იპ გორის საინფორმაციო, ცენტრი ა(ა)იპ მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მიხეილ ჩიტაძე 15/07/2017
2
ნათია ნადირაძე 15/07/2017
3
ზვიად ხმალაძე 15/07/2017
4
ოთარ გვრიტიშვილი 15/07/2017
5
კახაბერ სეხნიაშვილი 15/07/2017
6
- 15/07/2017
7
გიორგი აბრამიძე 15/07/2017
8
ლიკა არუნაშვილი 15/07/2017
9
ნინო ბოლაშვილი 15/07/2017
10
სალომე ლაფაჩი 15/07/2017